ჩვენ შესახებ

ჩვენი მისია

UniSoft Web Studio-ში, ჩვენ ვქმნით სრულად ორიგინალურ WordPress ვებ-საიტებს, რომლებსაც აერთიანებს უნიკალური დიზაინი და სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალი. გვჯერა, რომ ვებ-საიტი არა მხოლოდ ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი, არამედ უნდა იყოს ორიგინალური, სანდო, დაცული, ფუნქციონალური და შეუფერხებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თითოეული კლიენტის ხედვის ზუსტად გადმოცემა იმგვარად, რომ ვებ-საიტმა სრულად შეასრულოს როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონალის მოვალეობები, ამასთან ერთად უზრუნველყოს შეუფერხებელი მუშაობა და მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი კომპანია მომავალში აპირებს კიდევ უფრო გაძლიერებას, განაგრძობს განვითარებას და გაფართოებას, რათა უფრო მეტ კლიენტს მივაწვდოთ ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები.

ძირითადი ღირებულებები

ჩვენი მუშაობა დგას მყარ პრინციპებზე, რომლებიც თითოეულ პროექტში აისახება:

  • ინოვაცია – ვქმნით ახალ იდეებს და კრეატიულ გადაწყვეტილებებს, რათა მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ვებ-დეველოპმენტის სფეროში.
  • უწყვეტი სწავლა – ციფრული სამყარო მუდმივად იცვლება, შესაბამისად  ჩვენთი პრიორიტეტია უახლესი ტენდენციების თვალყურის დევნა და შესწავლა.
  • გამჭვირვალობა – ღია კომუნიკაცია და მკაფიო პროცესები ქმნის ნდობას ჩვენსა და კლიენტებს შორის.
  • კლიენტის კმაყოფილება – ვცდილობთ შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ვებ-საიტი, რომელიც აღემატება კლიენტის მოლოდინს.

ისტორია

UniSoft Web Studio-ს ისტორიის ათვლა 2017 წლიდან იწყება, ჩვენი ვებ სტუდიის გზა დაიწყო პრაქტიკული გამოცდილებითა და ხარისხიანი, ფუნქციური ვებ-საიტების შექმნისადმი ვნებით. რეალურ პროექტებზე მუშაობამ საშუალება მოგვცა ღრმად გავცნობოდით WordPress-ის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი ელექტრონული კომერციისთვის საჭირო ფუნქციონალის ინდივიდუალურად დამუშავებაში. დროთა განმავლობაში ბევრად გავაუმჯობესეთ და განვავითარეთ ჩვენი უნარები ამ საკითხში. მნიშვნელოვანი ეტაპები იყო რამდენიმე სრულყოფილი ონლაინ მაღაზიის შექმნა. თითოეული პროექტის საშუალებით გავნვითარდით, გავაფართოვეთ და ყოველთვის ვაფართოვებთ ჩვენს შესაძლებლობებს.

გუნდი

UniSoft Web Studio დაფუძნებულია პროფესიონალებზე, რომლებიც ქმნიან იდეალური კომბინაციას კრეატიულობასა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე გუნდი ვართ, გამორჩეულ შედეგებზე ორიენტირებული და ეფექტური საქმიანობა გვაერთიანებს. ჩვენს გუნდში არიან:

  • ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალურად შთამბეჭდავ და მომხმარებელზე მორგებულ დიზაინს.

  • გამოცდილი ვებ-დეველოპერი, რომელიც თითოეულ პროექტს ტექნიკურად ამუშავებს და ფუნქციონალურად აყალიბებს.

  • ადმინისტრატორი, რომელიც მართავს ტექნიკურ, კონტენტის მხარეს და უზრუნველყოფს ვებსაიტის სტაბილურ მუშაობას.

ჩვენი ძალების გაერთიანებით ვქმნით საიტებს, რომლებიც ვიზუალურად სასიამოვნოდ გამოიყურება, ტექნიკურად გამართულია და წარმატებაზეა ორიენტირებული.

ტექნოლოგიები, რომლებსაც ვიყენებთ

UniSoft Web Studio სპეციალიზირდება მხოლოდ WordPress პლატფორმაზე და მუშაობს მხოლოდ ოფიციალურ პლაგინებთან, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და თავსებადობა. ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მასშტაბირებადი და მაღალი ხარისხის ვებ-საიტები, რომლებიც მორგებულია კლიენტის კონკრეტულ მიზნებზე.

რატომ ჩვენ?

ვფიქრობთ, ვებ-საიტის წარმატება მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ წყდება — საჭიროა სრული გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად მოერგება კლიენტის მიზნებს. აი რატომაც გვირჩევენ ჩვენ:

ვქმნით ინდივიდუალურ, ბრენდთან იდენტიფიცირებულ, ვიზუალურად მიმზიდველ, რესპონსიულ და ფუნქციურ დიზაინს, რომელიც პოტენციურ აუდიტორიას მოიზიდავს.

ვქმნით არა მხოლოდ ვიზუალურად მომხიბვლელ, არამედ მძლავრ, სწრაფ და მიზნებზე მორგებულ ვებ-საიტებს, დაწყებული სტანდარტული გვერდებიდან, დამთავრებული სრულფასოვან ონლაინ მაღაზიებით.

ჩენი ერთერთი სერვისია ვუზრუნველყოფთ თქვენი საიტის განახლება, სხვადასხვა კონტენტის დამატება, დაცვა და ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ მოიგოთ დრო და  ყურადღება გაამახვილეთ თქვენი ბიზნესის ზრდაზე.

ინდივიდუალური გადაწყვეტები

ვქმნით მორგებულ ვებსაიტებს, რომლებიც სრულად ასახავს თითოეული კლიენტის უნიკალურ მოთხოვნებს.

ტექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი მომსახურება არ სრულდება ვებ-საიტის გამოქვეყნებით, ჩვენ გთავაზობთ უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას საიტის სტაბილური მუშაობისთვის.

ხელმისაწვდომი ფასები

გთავაზობთ მაღალი ხარისხის კონკურენტულ ფასად, რათა პროფესიონალური ვებ-საიტები WordPress-ზე ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ბიზნესისთვის.